კიდევ ერთი წარმატება

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო.
მოგეხსენებათ ზაფხული დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო პერიოდია. ჩვენი პაუზაც სწორედ იმის ბრალია, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი. ძნელად წარმოსადგენია მაგრამ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც თელეფონიც კი არ იჭერს, ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: ) ჩვენც ამიტომ ვერ შეგეხმიანეთ აქამდე.
ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. რამოდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ მონაწილეობას მივიღებ მეორე დონის მედიის ბანაკში. ძალიან მიხარი, ეს ერთერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩემ ცხოვრებაში, რადგან შანსი მაქვს უკეთ შევისწავლო ეს სფერო, შევიტყო სიახლეები და გავიღრმავო ცოდნა.
ახლო მომავალში თქვენც ელოდეთ ჩემგანგან ბევრ საინტერესო სიახლეს.
(თაკო)

Leave a comment »

ზღვა, მზე და რუჯი<3

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ფერმკრთალი კანი ლამაზი და ელეგანტურია, შოკოლადისფერი ბზინვარება მაინც თვალისმომჭრელად ეფექტურია. ალბათ, სწორედ ამ და სხვა მიზეზებით გვეჩქარება პლაჟის სეზონის გახსნა და სწორედ ამ სიჩქარის და დაუდევრობის გამო ბევრ შეცდომას ვუშვებთ. მოდით ერთად შევიტყოთ, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომები. ამისათვის კი აუცილებელია გავერკვეთ ჩვენი მოსაზრებებიდან რა არის მითი და რა-რეალობა გარუჯვასთან დაკავშირებით.

۞ მითი პირველი: მზეზე რომ არ დავიწვათ, კარგი იქნება თუ ზღვაზე წასვლის წინ ვივლით სოლარიუმში ან რეგულარულად გამოვიყენებთ ავტონარუჯს.
სინამდვილეში: ეს ასე არ არის. სოლარიუმის ნარუჯი გაცილებით სახიფათო და საზოანოა ჩვენი კანისათვის. რადგან მისი ნატUრები 10 ჯერ უფრო ინტენსიურად გამოყოფს A სპექტრის სხივებს ვიდრე მზე. ავტოგასარუჯი საშუალებები უსაფრთხოა თUმცა მზეზე გარუჟვასთან არანაირ კავშირში არაა.

۞მითი მეორე: სახის დღის მკვებავი შეცვლის მზისგან დამცავ საცხს.
სინამდვილეში: დღის მკვებავი კრემი შეინახეთ ქალაქში სეირნობისატვის, პლაჟზე გასვლის წინ კი აუცილებლად გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი საცხი, რომელიც აგარიდებთ ძალიან ბევრ პრობლემას მათ სორის კანის დამწვრობას, სიწითლესა და აქერცვლას. მასში სემავალი პრეპარატები იცავენ კანს გადახურებისაგან .

۞მითი მესამე: მზისგან დამცავი საცხი რამდენიმე წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ და ინტენსიურად გამოვიყენოთ.

სინამდვილეში: მზისგან დამცავი და მკვებავი საცხები 10 გამოყენებიდან 10 თვის შემდეგ ხდება აფსოლუტურად უვარგისი და გამოუსადეგარი.
გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო დრო მზის აბაზანებისათვის
არის დილის 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ !

۞ მითი მეოთხე: პლაჟზე ჩრდილში ყოფნისას სულაც არ გვჭირდება მზისგან დამცავი საცხის გამოყენება.
სინამდვილეში: ჩრდილში კანი იღებს ულტრაიისფერი სხივების 50, ხოლო ღრუბლიან ამინდში 80 %ს. ამითომ სულაც არ არის გასაოცარი ის ფაქტი, რომ თეთრი კანის მქონე ადამიანები
ჩრდილშიც დაიწვან.

۞მითი მეხუთე: მზისგან დამცავი საცხი უნდა წავისვათ უშუალოდ პლაჟზე.
სინამდვილეში: ეს უნდა გააკეთოთ ზღვაზე გასვლამდე 20-25 წუთით ადრე. ეს სწორედ ის დროა, რომ მასში შემავალმა ფილტრებმა დაიწყონ ამოქმედება.

დაიმახსოვრეთ: პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ მიიღეთ გრილი შხაპი და წაისვით დამატენიანებელი კრემი. პლაჟზე გასვლისას კი არ გაიიკაროთ სუნამო, საპონი, და სპირტის შემცველი სხვა პარფიუმერული საშუალებები. თუ გინდათ თქვენი რუჟი თანაბარი იყოს ყოველგვარი აჭრელების გარეშე, გარუჯვამდე შეჭამეთ ერთი ცალი სტაფილო. დაბოლოს: დაივიწყეთ ყველა სხვა გასარუჯი სასუალებები: დაწყებულიზეთებით დამთავრებული ლეღვის ფოთლების ნახარშით!!

Leave a comment »

<3

Leave a comment »

ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია

მთელი მსოფლიოს გავლის შემდეგ როგორც იქნა ლონონში ოლიმპიურმა ცეცხლმა ჩააღწია.
პირველ რიგში ის მიიტანეს ბუკინგემის სასახლეში,მას დახვდნენ პრინცი უილიამი,პრინცი ჰარი და
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი,ამ დღისთვის ისინი საგანგებოდ გამოეწყვნენ სპორტულ ტანისამოსში.ბუკინგემის
სასახლის შემდეგ ის წაიღეს ჰაიდ პარკში,ხოლო დღეს უკვე მან გაიბრწყინა ლონდონის ოლიმპიური სტადიონის
ცაზე,გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე,როგორც ოლიმპიური თამაშების სიმბოლომ.

ლონდონის მთავარ სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ოლიმპიური ცეცხლით გაიარა ახალგაზრდა მსახიობმა
რუპერტ გრინმა, ის ძალიან ბედნიერი და ამაყი ჩანდა ამ საპატიო მისიის შესრულებისას

ხოლო ოლიმპიური ცეცხლის ლონდონის მთავარ სტადიონზე მიტანის პრივილეგია ცნობილ ფეხბურთელ
დევიდ ბექჰემს და კალათბურთელ Amber Charles-ს ხვდათ წილად,მდინარე ტემზის გავლით

ლონდონის ოლიმპიურო თამაშების გახსნის ცერემონიალს,რომელიც გაიმართა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე
უამრავი ადამიანი ესწრებოდა,მათ შორის რათქმაუნდა სამეფო ოჯახის წევრები,ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა
პრინცი უილიამი,მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითთან ერთად,ასევე მონაკოს პრინცი ალბერტი და მისი
მეუღლე ,პრინცესა შარლენი და ჰოლივუდის ვარსკვლავი,უმშვენიერესი ნიკოლ კიდმანი

Leave a comment »

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი?

ბედნიერების გასაღები სინამდვილეში ბევრად ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბედნიერების მეცნიერება შესწავლილი იქნა მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სოციოლოგებისა და სხვა მკვლევარების მიერ. საინტერესოა რა უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისათვის.

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი?

ცნობილია, რომ ნებისმიერ ჩვევა იწარმოება 21 დღე, ამიტომ სამი კვირის განმავლობაში ეს მარტივი დავალებები უნდა შეასრულოთ. აი, რამოდენიმე ძირითადი რამ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა შეასრულოთ:

● ყოველ დღე ბევრი იცინეთ.

● სატელევიზიო პროგრამების ყურების ნახევარი შეამცირეთ.

● დარგეთ მცენარე და მასზე იზრუნეთ.

● დაკავდით ვარჯიშით, რომელიც თქვენთვის სასიამოვნია.

● საუბარს დრო გამოყავით-მეგობართან კვირაში ერთხელ მაინც გქონდეთ გულახდილი საუბარი.

● აუცილებლად მიესალმეთ შეხვედრისას თქვენს ნაცნობსა და ასევე ადმიანს, რომელიც მხოლოდ ერთხელ გყავთ ნანახი მეგობრის დაბადების დღეზე ან სხვაგან.

● იზრუნეთ თქვენს თავზე და ამით მიიღეთ სიამოვნება.

● ყოველ დღე გააკეთეთ მინიმუმ ერთი კეთილი საქმე.

● დაფიქრდით, დღეს რომელ ადამიანს უნდა გადაუხადოთ მადლობა? და ფიქრით მას გადაუხადეთ მადლობა.

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი?

რა გვხდის უბედურს?

ჩვენ, ყველა ხანდახან ვფიქრობთ: უფრო ბევრი ფული, რომ მქონდეს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი; ან რომ მქონდეს უფრო დიდი სახლი, დიდი ბაღი, ახალი მანქანა, გრძელი არდადეგები ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი; უფრო გამხდარი, რომ ვიყო, უფრო თხელი თმა, რომ მქონდეს ბედნიერი ვიქნებოდი და სხვ…

თუმცა ზემოთჩამოთვლითაგან ყველაფერი, რომ გვქონდეს ჩვენ გავბედნიერდებით, თუმცა მცირე ხნით. რადგან მატერიალური უზრუნველყოფა ჩვენ ბედნიერს გვხდის, მხოლოდ ცოტა ხნით, ეს არაა ნამდვილი გრძელვადიანი ბედნიერება. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელმაც ლატარია მოიგო სამი წლის შემდეგ ისევ ბედნიერების იმ საფეხურს დაუბრუნდნენ, რომელიც ლატარიის მოგებამდე ჰქონდათ. გამოდის, რომ ფული ჩვენ არ გვხდის ბედნიერს. და აღმოჩნდა, რომ ბანალური ფრაზა “ყველაფერი შენს ხელშია” უბრალო სიტყვები არ არის.

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი?

აი, კიდევ 15 მარადიული საიდუმლოება, რომელიც ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის:

1. დაივიწყეთ წარსული.

ბედნიერების ერთერთი გასაღები ცუდი მეხსიერებაა. (Rita Mae Brown)

2. შენს თავზე აიღე შენი ცხოვრების პასუხისმგებლობა.

ბედნიერების საიდუმლო-თავისუფლება, თავისუფლების საიდომლო კი-სიმამაცე. (Thucydides)

3. დაამყარეთ ურთიერთობები.

ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრობაში მოიპოვება.

4. ჩამოაყალიბეთ მრავალმხრიანი ინტერესები.

რაც უფრო მეტი ინტერესი და სურვილი გაქვს, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ იყოთ ბედნიერი. (Charlotte-Catherine) 

5. ააგე შენი ხასიათი.

ხასიათი ბედნიერების საფუძველლია. (George Santayana) 

6. იყავით თქვენი თავი.

უმაღლეს ბედნიერებასთან შესახვედრად მზად ხარ მაშინ, როდესაც მზად ხარ იყო ის ვინც ხარ. (Desiderius Erasmus) 

7. თქვენ მიზანთან ერთად იცხოვრეთ.

ერთადერთი ჭეშმარიტი ბედნიერება მოდის საკუთარი თავის რეალიზებისას. (William Cowper) 

8. დააფასეთ ის, რაც გაქვთ.

ბედნიერება არასოდეს მიდის იმასთან, ვინც არ აფასებს იმას, რაც აქვს.

9. იფიქრეთ პოზიტიურად.

არა ადგილმა და არა სიტუაციამ, მხოლოდ ერთმა მიზეზმა შეიძლება ადამიანი გახადოს ბედნიერი ან უბედური. (Roger L’Estrange) 

10. იმუშავეთ შემოქმედებითად.

ბედნიერება დევს მიღწევის სიხარულში და ამაღელვებელ შეგრძნებებში, რომელიც ჩნდება შემოქმედებითი ძალისხმევის შედეგად. (Franklin D. Roosevelt) 

11. დაიწყეთ იქიდან, რაც გაქვთ.

სულელი ადამიანი ბედნიერებას ეძებს შორ მანძილზე, ჭკვიანი კი ფეხებთან. (James Oppenheim) 

12. იცვალეთ.

ადამიანი, რომელიც ეძებს ბედნიერებას უნდა იცვალოს მუდმივად. (Confucius) 

13. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები.

ჭეშმარიტი ბედნიერება წარმოიქმნება შენი ძალებისა და შესაძლებლობების გამოყენებისას. 

14. შეცვალეთ თქვენი ამბიციები.

ბედნიერება მთავრდება იქ, სადაც იწყება ამბიციები.

15. სხვებიც გახადე ბედნიერი.

ბედნიერება არის სუნამო, რომელსაც სხვას ისე ვერ შეასხავ თუ რამოდენიმე წვეთი შენც არ შეგესხა. (Ralph Waldo Emerson)

ასე, რომ იყავით ბედნიერი და სხვაც გააბედნიერეთ !

 

Leave a comment »